მოსამართლის გადაწყვეტილებით სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო სხდომა დაიხურა. სასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რომელსაც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი დაეთანხმა. მისი თქმით, პროცესზე მოწმეებისა და მათ მიერ მოწოდებული ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციების შესახებ იქნება საუბარი და სწორედ ამიტომ გადაწყდა სხდომის დახურვის შუამდგომლობის დაყენება. ადვოკატი აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა