მსოფლიო დღეს გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესშია. იცვლება მიწოდების ჯაჭვები, იზრდება უსაფრთხო, პროგნოზირებადი და სანდო სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა. ამ კონტექსტში საქართველოს როლი გააზრებული და სტრატეგიული გადაწყვეტილებებით გამყარებული უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სწორედ ამ პოლიტიკის გამოხატულებაა საქართველოს […]