სუსის ყოფილ უფროს ლილუაშვილს პატიმრობა შეუფარდეს – ის სხდომას არ დასწრებია

გადაწყვეტილება დღეს, 24 დეკემბერს გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა. ლილუაშვილი სასამართლო სხდომას არ დასწრებია. მისმა ადვოკატმა რობერტ გრიგალალშვილმა წაიკითხა ლილუაშვილის წერილი, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსანი წერს: „მიმაჩნია, რომ 24 საათში ვერ შევძლებ საქმის მასალების გაცნობას. გამოვხატავ სასამართლოს პატივისცემას, მაგრამ სანამ არ გავეცნობი საქმის მასალებს, არ მაქვს სურვილი დავესწრო სხდომას“. სხდომა 20:40 საათზე დასრულდა. შემდეგი […]