სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. თავად გრიგოლ ლილუაშვილმა წარდგენის სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, 24 საათი საქმის მასალების გასაცნობად არ ეყოფა და ეს არის საფუძველი სხდომაზე არდასწრების. ლილუაშვილის განცხადება ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა წარმოადგინა. პროკურატურის მოთხოვნით, სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. ჟურნალისტებსა და ლილუაშვილის […]