წელს საშუალო ინფლაცია 4% იქნება, ხოლო 2026 წლის მეორე ნახევარში მაქსიმალურად დაუახლოვდება 3%-ს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 3%-იანი ინფლაციის მაჩვენებელი ერთის მხრივ, არ თრგუნავს ეკონომიკურ ზრდას და მეორეს მხრივ, სამომხმარებლო ფასების ზრდას ზედმეტად არ იწვევს. “გლობალური ფაქტორების გავლენა მნიშვნელოვანია, რადგან სამომხმარებლო კალათაში წარმოდგენილია იმპორტული საქონელი. […]