ლევან შატბერაშვილი - როდესაც ქართველი პენსიონერი ჯიბეში ხელს იყოფს, 350 ლარი და თან სესხი აქვს, უპრეცედენტო შედეგებზე პროპაგანდა და რეალობა აღარ ემთხვევა, ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს
როგორ უნდა იყოს ბედნიერი ორნიშნულიანი ეკონომიკური ზრდის პირობებში ჩვენი პენსიონერი, როდესაც მას საერთოდ არაფრის ყიდვა არ შეუძლია? ხედავს, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ მისთვის არაფერი კეთდება