"პაციენტებისთვის ინსტრუმენტებს ვედროში ვასტერილებდი, ევკალიპტის ხის ქვეშ კოცონს ვანთებდი. ზამთარში, როცა წყალი არ გვქონდა, თოვლს ვადნობდი. მძიმე დღეები გავიარეთ" - მოგონებები სოხუმზე

"მძიმე დღეები გავიარეთ, არ იყო შუქი, წყალი. "პაციენტებისთვის ინსტრუმენტებს ვედროში ვასტერილებდი, ევკალიპტის ხის ქვეშ კოცონს ვანთებდი. ზამთარში, როცა წყალი არ გვქონდა, თოვლს ვადნობდი. მძიმე დღეები გავიარეთ... სამსახურში ფეხით დავდიოდი" "ჩემი სპეციალობით 33 წელი ვიმუშავე, ახლა ტიბეტურმა მედიცინამ დამაინტერესა და ამ მიმართულებით ვმუშაობ. ლექსების წერა 60 წლის ასაკში დავიწყე, დავდივარ ხატვაზე, ცეკვაზე - ქართულ და სამეჯლისო ცეკვებს ხანდაზმულებისთვის განკუთვნილ  წრეზე  გვასწავლიან"