გიორგი კეპულაძე: მთავრობამ სუპერმარკეტებს და დისტრიბუტორებს „ომი“ გამოუცხადა. კობახიძე მათ ფაქტობრივად პროკურატურით დაემუქრა

“მთავრობამ სუპერმარკეტებს და დისტრიბუტორებს „ომი“ გამოუცხადა. კობახიძე მათ ფაქტობრივად პროკურატურით დაემუქრა. 3 წუთიან ვიდეოში მოვისმინეთ არგუმენტები, რომელიც სიმართლესთან ახლოსაა და ასევე დიდი დოზით პოპულიზმი. დიახ, ბაზარზე არის პრობლემები (მაგალითად, ქსელურ სუპერმარკეტებში შესვლისთვის დაწესებული ბარიერები), მაგრამ ფასებს პროკურატურა და „დაჭერები“ ვერ უშველის. ამას სჭირდება კონკურენციის გაჯანსაღება და არა პოლიციური რეიდები, რაც საბოლოოდ ან დეფიციტს გამოიწვევს, ან […]