საქართველოში მცხოვრები კათოლიკეები ქრისტეშობის დღესასწაულის შესახვედრად დღეს თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების სახელობის კათოლიკურ ტაძარში შეიკრიბნენ. სადღესასწაულო მესას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა. ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, შობა და დამდეგი ახალი წელი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, დავით დავითაშვილმა მიულოცა. “საზეიმო მსახურებას დაესწრნენ რელიგიის […]