შობას ზეიმობენ აჭარაში მცხოვრები პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლები. ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტულ ეკლესიაში შეკრებილმა მრევლმა ქრისტეშობა იზეიმა. “მრევლსა და სასულიერო პირებს, საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით, დღესასწაული მიულოცა სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც რელიგიის სააგენტო ავრცელებს.