დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

„პარიზიენმა“ ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად მატვეი საფონოვი დაასახელა. საფონოვმა ტრავმირებული ლუკა შევალიე შეცვალა, ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა, „ფლამენგოსთან“ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში კი ოთხი პენალტი მოიგერია. რუსმა მეკარემ საშუალო შეფასება 7.25 ქულა მიიღო. ზედიზედ მესამე თვეში მეორე ადგილზე უორენ ზაირ-ემერი გავიდა. ამჯერად მან 7 ქულა დაიმსახურა. სხვათა შორის, ზაირ-ემერიმ „მეცის“ გარემარბის გიორგი წიტაიშვილის […]