ახლო აღმოსავლეთში ორწლიანი ომის შემდეგ, კათოლიკე მორწმუნეები ბეთლემში შობის აღსანიშნავად კვლავ შეიკრიბნენ, რომის პაპმა კი საშობაო წირვა პირველად აღავლინა

კათოლიკე მორწმუნეები, ახლო აღმოსავლეთში ორწლიანი ომის შემდეგ, ბეთლემში, მანგერის მოედანზე შობის აღსანიშნავად კვლავ შეიკრიბნენ. ბეთლემში ომის დროს შობას აღარ აღნიშნავდნენ. ოთხშაბათს კი მანგერის მოედანზე გიგანტური ნაძვის ხე დაბრუნდა და ომის დროს ნანგრევებითა და ეკლიანი მავთულხლართებით გარშემორტყმული ჩვილი იესოს შობის სცენა დროებით ჩაანაცვლა. მედიის ინფორმაციით, ბეთლემის სთარ სთრითზე გამართულ აღლუმში ასობით ადამიანი მონაწილეობდა, მოედანზე კი უამრავი […]