რუსეთის ქალაქ ტემრიუკის პორტზე ისევ დრონებით შეტევა იყო

გასულ ღამით აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტემრიუკის პორტში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ განაცხადა. კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე 25 დეკემბერს, გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ტემრიუკის პორტში ხანძარი გაუჩნდა ნავთობპროდუქტების ორ რეზერვუარს. შტაბის თანახმად, დაახლოებით 2000მ²-ზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 70 მეხანძრე და 18 ერთეული ტექნიკა. ტემრიუკის პორტზე […]