საქართველოს რკინიგზაში ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება – ვაპირებთ სალოკომოტივო და სავაგონე პარკის განახლებას – თამარ იოსელიანი

„მოდერნიზაციის პროექტი საქართველოს რკინიგზის ეფექტიანობასა და გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის, შეამცირებს გადაზიდვების პერიოდსა და დანახარჯებს, რაც რკინიგზის მომსახურებას კიდევ უფრო მეტად ეფექტიანს გახდის,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზამ უღელტეხილის მონაკვეთზე სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ააშენა – გვირაბები, ხიდები, სადგურები […]