წყალტუბოს სანატორიუმ „მეტალურგში“ სასტუმრო Golden tulip-ის მფლობელებმა 2029 წლის სექტემბრამდე მინიმუმ 6.5 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი 23 დეკემბრის განკარგულებიდან ირკვევა. განკარგულების მიხედვით, სასტუმრო Golden tulip-ის მფლობელმა კომპანიამ შპს „ვოლდფაუნდ უნივერსალმა“ 2029 წლის 17 სექტემბრამდე წყალტუბოში, ბარათაშვილის ქუჩა 7-ში მდებარე უძრავი ქონება უნდა კეთილმოაწყოს. ცნობისთვის, სანატორიუმი […]