გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გრიგოლ ლილუაშვილი სხდომას არ დასწრებია. ლილუაშვილის განცხადებაში, რომელიც მისმა ადვოკატმა პროცესზე წაიკითხა, ნათქვამია, რომ ვიდრე "სრულყოფილად არ გავეცნობდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს, სურვილი არ აქვს დაესწროს სასამართლოში პირველ წარდგენილ სხდომას". "რამდენადაც ვიცი, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტის ...