Reuters – ჰონდურასის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვა

ჰონდურასის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვა, – ინფორმაციას­ Reuters-ი ავრცელებს. ჰონდურასის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 30 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატორმა კანდიდატმა, ნასრი ასფურამ ამომრჩეველთა ხმების 40.3% მოიპოვა, ხოლო მისმა მეტოქემ, ცენტრისტულ-მემარჯვენე „ლიბერალური პარტიის“ კანდიდატმა, სალვადორ ნასრალამ ხმების 39.5% მიიღო. ნასრალამ არჩევნების შედეგები უარყო და განაცხადა, რომ ჰონდურასის საარჩევნო კომისიამ ყველა საარჩევნო ბიულეტენი […]