შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდებულების სახლის ჩხრეკის დროს 4 ლიტრამდე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“-ს შემცველი სითხე და 16 შეკვრად დაფასოებული ამავე სახის ნარკოტიკია ამოღებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული […]