შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი – 2002 წელს დაბადებული ლ.ლ. და 1986 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაბა სურამში მდებარე საცხოვრებელი სახლი გაქურდეს, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთებს […] Source