საპროტესტო აქციის დროს ტროტუარზე დგომის გამო სასამართლოში დაბარებული ანი ახმეტელის ადვოკატმა მოსამართლე ზვიად ცეკვავას აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

სანქცირებული მოსამართლის ნდობა ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობას – ვითხოვთ, მოსამართლე ზვიად ცეკვავას აცილებას,- ეს განცხადება ადვოკატმა მალხაზ პატარაიამ სასამართლო სხდომაზე გააკეთა, სადაც საპროტესტო აქციის დროს ტროტუარზე დგომის გამო, 24 წლის ანი ახმეტელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მალხაზ პატარაია ანი ახმეტელის ინტერესებს იცავს. საქმეს მოსამართლე ზვიად ცეკვავა იხილავს. როგორც ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ზვიად ცეკვავა არის იმ […]