იტალიაში, სესტო კალენდეში, ქურდობის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. როგორც იტალიური მედია იუწყება, კარაბინიერებმა საქართველოს მოქალაქეებს მანქანაში ნაქურდალი ნივთების ორმაგი რაოდენობა აღმოუჩინეს, რომელთა შორის იყო 1600 ევროზე მეტი ღირებულების კოსმეტიკა და შოკოლადები. სამივე პირს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა. Source