სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქართული ოცნების პარლამენტის მიერ დემონსტრაციების შემზღუდველ კანონებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ "პირველი არხის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ეუთო-ოდირმა ნეგატიურად შეაფასა და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება კანონს, რომელიც აქციაზე მყოფ ადამიანებს, განურჩევლად საჭიროებისა, ნიღბის გამოყენებას უკრძალავს. "ის ცვლილებები, რაც ბოლო წელს განხორციელდა, ორ ეტაპად მოხდა ამ ...