სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის პრაქტიკული ფაზა 2026 წლისთვისაა დაგეგმილი

ტრამპის მარშრუტის პროექტის (TRIPP) განხორციელების პრაქტიკული ფაზა, მშენებლობის დაწყების ჩათვლით, 2026 წლისთვისაა დაგეგმილი, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. უწყების ცნობით, სომხეთი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკელ პარტნიორებთან პროექტის – „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ – სამართლებრივი ჩარჩოსა და მარეგულირებელი მექანიზმების შემუშავების მიზნით. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სომხურ-ამერიკული ერთობლივი საწარმო TRIPP Company სომხეთში […]