დემონსტრაციების შემზღუდველ კანონებს ომბუდსმენი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

საქართველოს სახალხო დამცველი გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს დემონსტრაციების შემზღუდველი ის კანონები, რომელიც სადავო პარლამენტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიიღო. ლევან იოსელიანმა პირველი არხის ეთერში თქვა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი უკვე მზადდება და მას უახლოეს დღეებში შეიტანს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება კანონი, რომელიც აქციაზე მყოფ ადამიანებს, განურჩევლად საჭიროებისა, უკრძალავს ნიღბის გამოყენებას. „როდესაც კანონმდებლობამ ბლანკეტურად აკრძალა ყველანაირი […]