წელს ნომინალური მშპ 104 მლრდ ლარს გადააჭარბებს – „თიბისი კაპიტალი“

„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2025 წელს 104 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. საინვესტიციო ბანკის მაკროეკონომიკური განახლებაში ნათქვამია, რომ საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა, რაც წინასწარ 6.5%-იან მაჩვენებელზე მცირედით ნაკლებია. ამავდროულად, ზრდის შენელება გარკვეულწილად გასული წლის საბაზო ეფექტს უკავშირდება, რადგან ორგანიზაციის შეფასებით, სეზონურად შესწორებული რეალური მშპ წინა კვარტალთან შედარებით აჩქარდა.