კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) პრეზიდენტად კვლავ თბილისის მერი კახა კალაძე აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს ათეა-ს ეროვნული ასამბლეის რიგით მე-8 სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე ესწრებოდნენ. ღონისძიების მონაწილეებს თბილისის […]