კობახიძის უცაბედი “გამოფხიზლება”, “გამოღვიძება”, “გამონათება”, “დაბადება”, თუ რაღაც ახალი მენტალური მდგომარეობა გვამცნობს აღმოჩენილ კატასტროფულ სატარიფო პოლიტიკაზე. წლების განმავლობაში საბაზისო პროდუქტებზე გაზრდილი ფასები რომ აღარიბებს, აღატაკებს მოსახლეობას, რომელსაც არცერთი ინსტრუმენტი, მიგდებული, სამარცხვინო სოციალური შემწეობის გარდა არ იცავს, გამოსავალს ქვეყნის დატოვებაში, ემიგრაციაში ხედავს. “ოცნების” პრემიერი სუპერმარკეტების ქსელების მეპატრონეებს იშველიებს პურსა, თუ ზეთზე უკონტროლო ფასნამატის მიზეზად, კარტელურ გარიგებებს […]