„გზაზე ვერ გადავდივართ და სად წავიდეთ?” – სასამართლო „ტროტუარის გადაკეტვის“ საქმეებს განიხილავს

სასამართლო „ტროტუარის გადაკეტვის“ საქმეებს განიხილავს – 25 და 26 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში არაერთი პროცესია ჩანიშნული. დღეს სასამართლოს ანი ახმეტელის, გიორგი ბულიას, მარინა ჟვანიას, ნონა ცინცაძისა და ელენე ჯღარკავას საქმეები უნდა განეხილა. მათ ტროტუარზე დგომით „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვას“ ედავებიან. ანი ახმეტელის სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, თინათინ კაჭკაჭიშვილმა და თეონა დემურხანაშვილმა განახადეს, რომ […]