რუსულმა ჯარმა ოდესის ოლქი დაბომბა

რუსეთის ჯარებმა უკრაინაში, ოდესის ოლქში, საპორტო და სამრეწველო ინფრასტრუქტურას დაარტყეს. დაღუპულია ერთი და დაშავებულია 2 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო – სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებეს. ზოგიერთ ობიექტზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც მაშველებმა ჩააქრეს. ასევე თავდასხმის შედეგად ადმინისტრაციული, სასაწყობო და საწარმოო ობიექტები დაზიანდა. დაშავებულებს ამ დრომდე უტარდებათ სამედიცინო დახმარება.