რუსებმა ჩერნიჰივში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს – არის მსხვერპლი

უკრაინის ქალაქ ჩერნიჰივში რუსულმა დრონმა ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას დაარტყა, რასაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა, – ინფორმაციას უკრაინული მედია საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, დიმიტრი ბრიჟინსკიზე დაყრდნობით ავრცელებს. „წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა. სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი“, – აცხადებს ბრიჟინსკი. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.