პოლონეთმა ბალტიის ზღვის თავზე რუსეთის თვითმფრინავი გადაიტაცა

ამ ცნობას ავრცელებს პოლონეთის საჰაერო ძალების ოპერატიული სამმართველო. ინციდენტი ხუთშაბათს დილით მოხდა. ცნობის თანახმად, გამანადგურებლებმა “გადაიტაცეს, ვიზუალურად ამოიცნეს და თავიანთი პასუხისმგებლობის ზონიდან გააცილეს რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავი”. სამხედროები ასევე აცხადებენ, რომ ღამით შეამჩნიეს ობიექტები, რომლებიც ბელარუსის მხრიდან შედიოდნენ პოლონეთის საჰაერო სივრცეში – როგორც ვარაუდობენ, ეს იყო კონტრაბანდის საჰაერო ბუშტები. “უსაფრთხოების მიზნებისთვის საჰაერო სივრცის ნაწილი დროებით დაიხურა […]