ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი გამოეხმაურა “ჯაშუშობის” ბრალდებით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საქმეს. “არავის მივცემ ნებას, არიოს სიტუაცია რესპუბლიკაში ამ რთულ დროს”, – თქვა მან, რითიც ფაქტობრივად აღიარა, რომ დაპატიმრება უკავშირდებოდა მეარაყიშვილის გეგმებს, ცხინვალის ცენტრში ერთი კაცის აქცია მოეწყო. “მიმდინარეობს გამოძიება, ამ საკითხზე ყველა მონაცემი საზოგადოებისთვის ცნობილია. არის ფაქტები და დოკუმენტები, რომლებიც […]