თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია – ამავე კორპუსში ცხოვრობს პატიმრობაში მყოფი მურთაზ ზოდელავას ოჯახი. “პირველების” ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ კორპუსში ნუცუბიძის ქუჩაზე სპეცრაზმი [სავარაუდოდ სუს-ის წარმომადგენლები] შევარდა. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები “ტვ პირველის” კოთხვებს არ პასუხობენ. განცხადება არ გაუკეთებია არც შინაგან საქმეთა სამინისტროსაც.