პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულები საქართველოში ამანათით გამოგზავნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების მიღებას ცდილობდნენ, რომელიც 4 ცალ პოლიმერულ მასალის ბოთლში იყო მოთავსებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულები […]