უკავშირდება, თუ არა სუს-ში საგანგებო ბრიფინგის ჩანიშვნა ბაჩო ახალაიას კორპუსში სპეცრაზმის შესვლას?!

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. უწყებაში მედიას 19:00 საათისთვის ელოდებიან. სუს-ში არ აკონკრეტებენ, რა თმაზე ან ვინ გამართავს ბრიფინგს. ცნობისთვის, პარალელურად ცნობილი ხდება, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საცხოვრებელი კორპუსი პოლიციის ალყაშია – ამავე კორპუსში ცხოვრობს პატიმრობაში მყოფი მურთაზ ზოდელავას ოჯახი. შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ კორპუსში ნუცუბიძის  ქუჩაზე სავარაუდოდ სუს-ის წარმომადგენლები შევარდნენ. Source