ალექსანდრე რაქვიაშვილი: უსაზღვრო არაკომპეტენტურობის გარდა, პრემიერ-მინისტრის ვიდეო უცნაური ტერმინოლოგიით გამოირჩევა. კარგი, შეიძლება კაცს აპატიო „მაღაზიის“ ნაცვლად „მარკეტის“ გამოყენება. დიფ-სთეითთან მრავალწლიანი ომის დროს ცოტა ინგლისური სიტყვები კი შეგეპარება ლაპარაკში. არც „ფასნამატი“ (ეს მოსოციალისტა ექპსერტების ყველაზე სულელური და ამავდროულად საყვარელი ტერმინი) არის მოულოდნელი. მაგრამ აი, „წმინდა მოგების მარჟა“ ეს რა უბედურებაა? ნორმალური ადამიანი ასეთ ფრაზას არასდროს გამოიყენებს […]