დახლებზე სასურსათო პროდუქციის მაღალი ფასების არსებობაზე ხელისუფლებაც ალაპარაკდა და საგამოძიებო მოქმედებების დაწყებაც მოითხოვა იმის გამოსავლენად ვინ და რა ფორმით არღვევს ბაზრის წესებს. პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო, რომლის მტკიცებითაც, მკაცრად უპასუხებს საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებსა და ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე არსებულ „ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას“. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 24 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოსა და ევროპის სახელმწიფოებში კონკრეტული პროდუქტების […]