ახალი წლის პერიოდი სრულად, ასევე თითქმის მთელი იანვარი და თებერვლის დღეებიც უკვე დაჯავშნილია. გვაქვს მოლოდინი, რომ უკეთესი სეზონი გვექნება, – ამის შესახებ გოდერძის კურორტზე არსებული კოტეჯების Eagle’s Nest-ის დამფუძნებელმა ჯონი შავაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, დამსვენებლების ძირითადი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო დანარჩენი ევროპიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ვიზიტორები. “კოტეჯი თითქმის სრულად დაჯავშნილია. ჯერჯერობით საბაგიროები არ […]