რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტი“ გამოეხმაურა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმეს, რომელსაც ცხინვალის ე.წ. „სასამართლომ“ 24 დეკემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ალან გაგლოევის მტკიცებით, არსებობს კონკრეტული დოკუმენტაცია, რომელიც თითქოს ადასტურებს თამარ მეარაყიშვილის „ჯაშუშობას საქართველოს სასარგებლოდ“. ადგილობრივ მედიასთან საუბრისას, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო „პრეზიდენტმა“, ირიბად დაადასტურა, რომ სამოქალაქო აქტივისტის […]