4 ოქტომბრის საქმეზე სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა. უწყების ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავება უკავშირდება 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასა და „დიდი ოდენობით იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვას“. სუს-ის თანახმად, ბაჩო ახალაია იყო 4 ოქტომბრის „დანაშაულებრივი მოვლენების მთავარი ორგანიზატორი საქართველოში, რომელიც პროცესებს ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა“. […]