გიორგი შარაშიძე – არ გამიკვირდება, რომ ბაჩო ახალაიას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა, ასევე, არ გამიკვირდება, რომ ამას „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებდეს – ალბათ, ხაზები და კავშირები მიდის ლილუაშვილთან

ნამდვილად არ გამიკვრიდება, რომ ბაჩო ახალაიას მისი წარსული გამოცდილებიდან, პრაქტიკიდან გამომდინარე ანალოგიური ტიპის რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა. „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ „4 ოქტომბრის პროვოკაცია ბოლომდე ჩაიბეჭდოს როგორც რევოლუციის მცდელობა“ და ამ პროცესიდან მოგებული გამოვიდეს. ამასთან, მან არ […]