მედიცინისთვის ამ ეტაპზე ზუსტად არც აუტიზმის სპექტრის აშლილობების გამომწვევი მიზეზებია ცნობილი და არც მთავარი რისკ-ფაქტორები. თუმცა, სულ ახლახან, ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ შესაძლოა, მეცნიერებმა აუტიზმის რისკების შემცირების ერთ-ერთ გზას მიაგნეს. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ნაშრომი გამოქვეყნდა, რომელიც ორსული ქალების და მათი ოჯახების გენეტიკას, ჯანმრთელობას, თუ ცხოვრების წესს სწავლობდა და ცდილობდა ეპოვა […]