უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული

zn.ua-ს ცნობით, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი ანდრეი პაველკო ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაშია შეყვანილი. პაველკო კორუფციის ბრალდებით დაპატიმრებული იყო, სადაც 8 თვე იმყოფებოდა, რის შემდეგაც გაათავისუფლეს და სასჯელი შინაპატიმრობით შეუცვალეს. 2025 წლის 5 ნოემბერს მან ინვალიდობის ყალბი მოწმობით დატოვა უკრაინა (თუმცა ჟურნალისტების მტკიცებით, საზღვარგარეთ მარტში გაემგზავრა), მიმალვაშია და შეიძლება ინტერპოლის ძებნილთა სიაში შეიყვანონ. […]