აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „ძლიერი და სასიკვდილო დარტყმა“ განახორციელა. აშშ-ის ლიდერმა ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“ ტერორისტული ნაგავი უწოდა და დაჯგუფება „უდანაშაულო ქრისტიანების მიზანში ამოღებასა და სასტიკ მკვლელობაში“ დაადანაშაულა. ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა „მრავალი იდეალური დარტყმა განახორციელეს“. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ის ნიგერიის […]