რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სთან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთობლივ, უკრაინის მონაწილეობის გარეშე, მართვის საკითხს განიხილავს, – ინფორმაციას „კომერსანტი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ ამერიკული მხარე დაინტერესებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მაინინგის ორგანიზებით. ამასთან, აშშ-ის ინიციატივით, ორივე მხარე განიხილავს უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას. შეგახსენებთ, უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური […]