წლევანდელი შობის დღესასწაული ქრისტიანებისთვის, როგორც ყოველთვის, ისევ მძაფრი კონტრასტებით აღინიშნა. 25 დეკემბერი ავსტრალიაში: სანაპიროზე ხალხმრავლობაა, ტალღებთან მოთამაშე ავსტრალიელები შობას პლაჟზე მდგარ დიდ ნაძვის ხესთან აღნიშნავენ. ფილიპინებზე, ტაიფუნით მიწასთან გასწორებულ ქალაქ ტაკლობანში ქალები წყალს აგროვებენ, ბავშვები კი ნაგავში ნარჩენებს ეძებენ. თუმცა, უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, იქვე მდებარე წმინდა ნინოს ტაძარში სიმღერები და საგალობლები ისმის. „შეიძლება უსახლკაროები და […]