ამერიკელმა სამხედროებმა ნიგერიაში დაარტყეს ტერორისტული „ისლამური სახელმწიფოს“ ბანაკებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების აფრიკულმა სარდლობამ(AFRICOM) და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადეს. AFRICOM-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტისა და პენტაგონის ხელმძღვანელის ბრძანებით და ნიგერიის ხელისუფლებასთან კოორდინაციით „ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს“ 25 დეკემბერს დაარტყეს ნიგერიის სოკოტოს შტატში. სარდლობის წინასწარი შეფასებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ბანაკებში „მოკლულია მრავალი ტერორისტი“. AFRICOM-ის მეთაურის, გენერალ ანდერსონის […]