„ვენახების გაშენება უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას იძლევა მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი და შესაბამისად, ღვინო“ – ლევან მეხუზლა

ღვინის ეროვნულ სააგენტოში გამართულ საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის გასვლით სხდომაზე სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა და მეღვინეობის დარგის განვითარების მიზნით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგუჩია უძღვებოდა. სხდომაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან უკანასკნელ წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერამ მეღვინეობის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გააძლიერა. „აღნიშნული წარმატების ფონზე, მსოფლიოში მიმდინარე […]