ბიუჯეტისთვის 3 926 261 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, რვა პირი დააკავა

ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოტყუებით 3 926 261 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, რვა პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებში დააფუძნეს ათეულობით კომპანია, მათ შორის: შპს "ნამორა 2021", შპს "თბილი კერა", შპს "ოლიმპუს 1988", შპს "რამინა 22", შპს "ნამორა", შპს "კუბიკი", შპს "რანდა 2023", ...