რუსული ძალები, სადღესასწაულო პერიოდშიც განაგრძობენ უკრაინის ქალაქებსა და რეგიონებზე თავდასხმებს, როგორც დრონების ისე სხვადასხვა ტიპის საარტილერიო სისტემების გამოყენებით. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჩერნიჰივში, 25 დეკემბერს რუსული დრონის მიერ საცხოვრებელ შენობაზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით თავდასხმა მოხდა ასევე სამხრეთით მდებარე ქალაქ ხერსონზე, სადაც რუსული […]